“ძალიან მაგარი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. წინასწარი მონაცემებით, რაც ფინანსთა მინისტრისგან მივიღე, მაისშიც ველოდებით ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, რითიც გამოდის, რომ მიმდინარე წლის 5 თვეში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება”,- ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
ეკონომიკურ პარამეტრებზე ისაუბრა სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიის მინისტრმაც. ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ წლის დასაწყისში ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებით არსებული ზრდის ტენდენცია მაისშიც გრძელდება.
„წინა თვეების მსგავსად მაისშიც (ეკონომიკის ზრდაში) პირდაპირი კონტრიბუტორები პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, გაზრდილი ექსპორტი და ტურიზმის გაზრდილი შემოსავლებია. შემდგომშიც გაზრდილი დინამიკა უნდა შევინარჩუნოთ. ვინაიდან მაისში ტურიზმის აღდგენა 96% იყო, ივნის-ივლის-აგვისტოში ველით, რომ 2019 წლის შემოსავლების მონაცემებს გადავაჭარბებთ. შესაბამისად, ეს ძლიერი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნების მყარი საფუძველი იქნება. სხვა მიმართულებით ვფიქრობთ, რომ ეკონომიკაში დადებითი ტენდენციები შენარჩუნდება.
ჩვენთვის მთავარია მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდეს, რომელიც მხოლოდ ერთი წელი კი არ გვექნება, არამედ რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ მაღალი სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას უზრუნველვყოფთ, რომელიც რეალურ სიკეთეში გადაითარგმნება და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობაზე აისახება“, – განაცხადა მინისტრმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეკონომიკური ზრდა ძალიან გამორჩეულია არა მთელს რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბით. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა. პრემიერმა…
საქართველოს ეკონომიკა მაისში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11.6%-ით გაიზარდა – ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გავრცელებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. 2022…
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება მიმდინარე 5 თვის მაჩვენებლებიდან გამომდინარე, ეკონომიკური ზრდის წლიურ პროგნოზს (6%-ს) მოგვიანებით გადახედავს. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა…